საგარეჯოს გარეჯმა "პარი სენ-ჟერმენის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი, 29 წლის ფრანკ ბამბოკი დაიმატა.
კამერუნში დაბადებული ფეხბურთელს, რომელსაც საფრანგეთის 18-წლამდე ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, "პსჟ-ის" გარდა, ასევე უთამაშია ნიდერლანდებში, ესპანეთში, ისრაელში, პორტუგალიაში, უნგრეთში, საბერძნეთსა და კვიპროსში. სწორედ ამ უკანასკნელი კვიპროსული "აელ ლიმასოლიდან" დაიმატა ქართულმა კლუბმა გამოცდილი მოთამაშე, იჯარის წესით.