პრემიერ ლიგის 23-ე ტურში ცენტრალური შეხვედრა ეტიჰადზე გაიმართა, სადაც მანჩესტერ სიტიმ ლონდონის ჩელსი ორი ბურთის სხვაობით დაამარცხა, - 3:1.
შეხვედრაში ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა რობერტ სანჩესმა დაუშვა, რომლის ცუდ თამაშსაც ერლინგ ჰოლანდის მიერ გატანილი გოლი მოჰყვა.
აი, როგორ აფასებს ამ მომენტს გარი ნევილი:
ჩვენ უნდა ვისაუბროთ რობერტ სანჩესზე. ის საკუთარი კარის ხაზიდან 25 იარდში რომ არ ყოფილიყო, ჰოლანდი ამ გოლს ვერ გაიტანდა. რას აკეთებს ის? სანჩესს უამრავი შეცდომა აქვს. მე ამაზე კარიუსი მახსენდება, რომელიც ლივერპულში ანალოგიურად თამაშობდა. მაშინ ლივერპულმა ტიტული კარიუსის გამო ვერ მოიგო და ჩელსისაც იგივე ემუქრება, რის გამოც მათ შანსი სხვა მეკარეებს უნდა მისცენ.
- თქვა ნევილმა.