ევროს საკვალიფიკაციო | ქართველმა 19-წლამდელებმა გერმანელ თანატოლებთან ფრე ითამაშეს » სპორტის ხაზი

ევროს საკვალიფიკაციო | ქართველმა 19-წლამდელებმა გერმანელ თანატოლებთან ფრე ითამაშეს

ევროს საკვალიფიკაციო | ქართველმა 19-წლამდელებმა გერმანელ თანატოლებთან ფრე ითამაშეს
23-01-2025, 00:27
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გამართა. გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევრის დასაწყისში ანგარიში გერმანელებმა გახსნეს. საქართველოს ნაკრებმა წონასწორობა გიორგი აირაპეტიანის გოლით აღადგინა.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 23 იანვარს, მალტის წინააღმდეგ გამართავს, 25 იანვარს კი, საქართველოს ნაკრები ჯგუფის მასპინძელ ლიეტუვას დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს.

ფუტსალის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, 28 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, მოლდოვაში გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი