ქუთაისის ტორპედომ შემადგენლობა გიორგი კოხრეიძის ტრანსფერით გააძლიერა. აი, რა კომენტარს აკეთებს ახალ გუნდზე ქართველი შემტევი.
პირველ რიგში, მინდოდა ახალი გამოწვევა მიმეღო. მეორე – ქუთაისელებს შორიდან ვიცნობ, ძალიან მაგარი გულშემატკივრობა იციან და ტრიბუნაზე შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნიან. ეს კი ფეხბურთელებისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა.
მთავარი კი ისაა, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ ძალიან დიდი მიზნები აქვს და ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა სურს, რაც ძალიან მახარებს. გუნდის გულშემატკივარს ვპირდები, რომ წელს ჩემპიონობას მოვიპოვებთ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თამაშებზე სტადიონი გაივსება.
„ტორპედოს“ ფეხბურთელებ ბევრს ვიცნობ და გუნდში ადაპტაცია არ გამჭირვებია. ბიჭებმა ძალიან კარგად მიმიღეს, გუნდს კარგად შევეწყვე და ასეთი დახვედრა ძალიან მესიამოვნა.
- თქვა გიორგიმ.