ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მილანი მანჩესტერ სიტის განაპირა მცველს, კაილ უოკერს იმატებს.
როგორც წყარო წერს, მილანური კლუბი სატრანსფერო მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპზეა მისული და მალე ყველაფერი დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ უოკერმა სხვა კლუბში თამაშის სურვილი თავად გამოთქვა და კლუბსაც მისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.