რეკორდული მიღწევა | მესი მარადონას გაუთანაბრდა » სპორტის ხაზი

რეკორდული მიღწევა | მესი მარადონას გაუთანაბრდა

რეკორდული მიღწევა | მესი მარადონას გაუთანაბრდა
27-11-2022, 17:20
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გუშინ, არგენტინის ნაკრებმა უშეღავათო ბრძოლაში მექსიკა 2:0 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ქულები მოიპოვა. ბოლო მონაცემებით, სამხრეთ ამერიკელები პოლონეთის დამარცხების შემთხვევაში, ჯგუფიდან 6 ქულით გავლენ, რისი ალბათობაც, ცხადია, რომ ძალიან დიდია.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელი ლიონელ მესის გილერმო ოჩოას კარში გატანილი გოლი "ლა პულგასთვის" მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში სარეკორდო აღმოჩნდა, - ლეომ მუნდიალზე მე-8-ჯერ დაამწუხრა მეტოქე, რომლითაც ის დიეგო მარადონას გაუთანაბრდა.

სათქმელია ისიც, რომ ლიონელ მესის, მინიმუმ კიდევ ერთი მატჩი აქვს დარჩენილი და მარადონას გადასწრებაც შეუძლია, რაც მისთვის უდიდესი მიღწევა იქნება. მიუხედავად ამისა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ლეო მესის მუნდიალის ფლეიოფში გოლი არასდროს გაუტანია, ხოლო დიეგოს ეს 4-ჯერ აქვს გაკეთებული. 1986 წელს, დიეგო არმანდო მარადონამ ჯერ ინგლისს, შემდეგ კი ბელგიას შეუსრულა დუბლი, ბოლოს კი მისი ქვეყანა ტრიუმფამდეც მიიყვანა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინა მომდევნო შეხვედრას 30 ნოემბერს გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი