არის შანსი, რომ დორტმუნდის ახალ მწვრთნელად ერიკ ტენ ჰაგი დაინიშნოს » სპორტის ხაზი

არის შანსი, რომ დორტმუნდის ახალ მწვრთნელად ერიკ ტენ ჰაგი დაინიშნოს

არის შანსი, რომ დორტმუნდის ახალ მწვრთნელად ერიკ ტენ ჰაგი დაინიშნოს
14-01-2025, 19:28
Aa Aa
გაზიარება:

განახლებული ინფორმაციის მიხედვით, უმუშევრად დარჩენილი ერიკ ტენ ჰაგი დორტმუნდის ბორუსიას ახალი მწვრთნელის კანდიდატურაზე განიხილება.

ახლა გერმანულ გრანდში ნური შაჰინი მუშაობს, რომელსაც, როგორც წერენ, სამუშაო პოსტი სეზონის ბოლომდე გარანტირებული აქვს, თუმცა მისი გარანტიები სწორედ იქ დამთავრდება.

ფაბრიციო რომანო წერს, რომ ერიკ ტენ ჰაგი დორტმუნდის თამაშებზე უკვე 3-ჯერ შენიშნეს, რაც ნიშნავს, რომ ის ამავე გუნდის ჩაბარების მთავარი ფავორიტია.

შეგახსენებთ, რომ ერიკ ტენ ჰაგი ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედში მუშაობდა, საიდანაც ის არასასურველი შედეგების დაფიქსირების გამო გაათავისუფლეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი