"ამაზე ბევრი ფიქრი მომიწევს" - რას ამბობს კიმიხი კონტრაქტის განახლებაზე » სპორტის ხაზი

"ამაზე ბევრი ფიქრი მომიწევს" - რას ამბობს კიმიხი კონტრაქტის განახლებაზე

"ამაზე ბევრი ფიქრი მომიწევს" - რას ამბობს კიმიხი კონტრაქტის განახლებაზე
12-01-2025, 13:49
Aa Aa
გაზიარება:

მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველმა, იოზუა კიმიხმა კლუბთან კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

კლუბთან ვისაუბრე. ზედმეტ ზეწოლას არ შევიქმნი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მომდევნო თვეებში გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მივიღო. კონტრაქტის გაგრძელებაზე ბევრი კარგი მიზეზია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, როგორი იქნება სპორტული წარმატება 3-4 წლის განმავლობაში. უნდა დავფიქრდე და სწორი გადაწყვეტილება მივიღო.

რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია, როგორი იქნება გუნდის შემადგენლობა მომავალ წლებში და რამდენად წარმატებული იქნება იგი. ესეც ერთ-ერთი ფაქტორია.

- თქვა კიმიხმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი