მიუნხენის ბაიერნის და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა იოზუა კიმიხმა კალენდარულ წელიწადში გაზრდილ მატჩების რაოდენობაზე ისაუბრა.
"შეიძლება ამ განცხადების შემდეგ არაპოპულარული გავხდე, მაგრამ მიყვარს ბევრი თამაშის ჩატარება. ტრავმები კი ამ სპორტში ყოველთვის იყო.
მე იმ მოთამაშეების რიგს მივეკუთვნები, ვისაც მუდმივად თამაში უყვარს - მოედანზე ყოფნა უფრო სახალისოა", - განაცხადა კიმიხმა.
შეგახსენებთ, რომ უკვე არაერთმა ფეხბურთელმა გამოთქვა უკმაყოფილება გაზრდილი მატჩების რაოდენობაზე, მთავარ პრობლემად კი მძიმე დატვირთებსა და გახშირებულ ტრავმებს ასახელებენ.