"სამშობლო ჩემთვის პირველ ადგილას დგას" - გიორგი ჩაკვეტაძის პატრიოტული სიტყვები » სპორტის ხაზი

"სამშობლო ჩემთვის პირველ ადგილას დგას" - გიორგი ჩაკვეტაძის პატრიოტული სიტყვები

"სამშობლო ჩემთვის პირველ ადგილას დგას" - გიორგი ჩაკვეტაძის პატრიოტული სიტყვები
გუშინ, 14:59
Aa Aa
გაზიარება:

ჟურნალმა OK-მა გიორგი ჩაკვეტაძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, საიდანაც ყველაზე საინტერესო ამონარიდებს უცვლელად შემოგთავაზებთ.

საკმაოდ ადრე, 6-7 წლისა მივხვდი, რომ ფეხბურთი ჩემი იყო. რთული ტრავმები მქონდა. ბევრ ფეხბურთელს შეიძლება საერთოდ დაენებებინა ფეხბურთისთვის თავი. ალბათ ფსიქოლოგიურად ძლიერი აღმოვჩნდი, არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი და ამის გახსენება. მთავარია, რომ ახლა ყველაფერი ჩავლილია, ჯანმრთელად ვარ, ვაგრძელებ და ვუბრუნდები ფორმას.

შეიძლება იყოს კრიტიკული მომენტი ცხოვრებაში, ხან ჩავარდნებიც, მაგრამ თავს სულ უნდა შევუძახოთ და გვჯეროდეს, რომ შევძლებთ.

სამშობლო ჩემთვის პირველ ადგილზე დგას. სულ მიხარია, როცა ნაკრებში სათამაშოდ ჩამოვდივარ და თამაშის წინ ჰიმნს ვმღერი. გულში ჩემთვის ვმღერი ხოლმე. აქ რომ ჩამოვდივარ, პირველ რიგში, სახლში, ოჯახის წევრებთან მომიხარია. ხშირად არ მაქვს მათი ნახვის ფუფუნება, სამწუხაროდ, არ მიწევს ხშირად ჩამოსვლა საქართველოში.

ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება, თავისუფალი ბიჭი ვარ

- ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი