დღეს, სასტუმრო პულმანში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის გამარჯვებული რამდენიმე კატეგორიაში გამოავლინა.
GFF Awards 2024-ის ფარგლებში წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელის ჯილდოზე 3 მოთამაშე იყო ნომინირებული, ესენია: გიორგი მიქაუტაძე, გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია.
როგორც ცნობილი გახდა, პრიზის მფლობელი საქართველოს ნაკრების მეკარე გახდა. სხვათა შორის, ის მეორე მეკარეა აკაკი დევაძის შემდეგ, ვინც ეს ჯილდო მოიგო.