ბუდუ ზივზივაძის მენეჯერმა ლაშა ოდილაზემ პირველ არხთან ინტერვიუში ქართველი ფორვარდის მომავალზე ისაუბრა.
"ბუნდესლიგის ერთ-ერთ გუნდს ახლავე უნდა კონტრაქტის გაფორმება. ბუდუს ჩინეთის კლუბიდანაც ძალიან სარფიანი შეთავაზება აქვს, ისინი საკმაოდ დიდ თანხას იხდიან, მაგრამ ბუდუს ევროპის ტოპჩემპიონატში თამაში სურს, რადგან ამით სანაკრებო კარიერაზე ფიქრობს. ასე რომ, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის სად ითამაშებს.
ვფიქრობთ, რა იქნება სწორი ნაბიჯი, რადგან აჩქარება და გადაწყვეტილების დაუფიქრებლად მიღება დაუშვებელია. ბუდუ კარლსრუეში თავს კარგად გრძნობს, რომელსაც თავად აქვს ბუნდესლიგაში დაწინაურების რეალური შანსი და ბუნებრივია, ეს გასათვალისწინებელია", – განაცხადა ოდილაძე.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 შეხვედრაში ბუდუმ თავი 14 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.