ვენეციასთან გასამართი მატჩის წინ, ნაპოლის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ნერეში-კვარაცხელიას დუეტზე ჰკითხეს და იმის ალბათობაზე, რამენად შესაძლებელი იყო მათი სასტარტოში ხილვა.
"ეს შესაძლებელია, მაგრამ ბალანსის დაცვაც გასათვალისწინებელია და ის, თუ ვინ გყავს მეტოქე. საუბარია ცალსახად მნიშვნელოვან ფეხბურთელებზე - აქამდე სასტარტოში პოლიტანო-კვარაცხელიას დუეტს ვუყურებდით, ბოლო ორი თამაშია პოლიტანო-ნერეში თამაშობენ.
ადრე თუ გვიან, ჩვენ ვიხილავთ კვარას და ნერეშს ერთად მინდორზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ფეხბურთელზე უარს ვამბობთ.
წინასწარ ვერ გეტყვით, როგორ გადაწყვეტილებას მივიღებ", - განაცხადა კონტემ.