ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ გუნდში გარანტირებული ადგილი სასტარტო შემადგენლობაში არავის აქვს, მათ შორის არც ხვიჩა კვარაცხელიას.
"კვარაცხელია და ნერეში ერთად? და რატომ არა ნერეში და პოლიტანო? გარანტირებული არავის არაფერი აქვს, მით უმეტეს ნაპოლიში… ვინც უკეთესია, ის ითამაშებს. თამაში ყველას შეუძლია, მაგრამ, ასევე, სკამიც ყველასთვისაა.
ნერეშმა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა დაიმსახურა და ეს სხვებისთვის გაფრთხილება უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ვინც უკეთესია, ის ითამაშებს" - განაცხადა კონტემ.