იტალიური გამოცემის, Il Mattino-ს მტკიცებით, არის შანსი, რომ კვარაცხელიას საბაზრო ფასი დაუვარდეს, რაც ნაპოლიში ძალიან აწუხებთ.
სკუდეტოს შემდეგ ხვიჩა ისეთივე ძლიერი აღარ არის. ბოლო დროს ნერესი უფრო არაპროგნოზირებადი და სასარგებლო გახდა.
ნაპოლიში კვარას ახალ კონტრაქტზე გასაუბრება ჯერ არ დაწყებულა. კლუბში ღელავენ, რომ მალე ხვიჩას ფასი დაუვარდება და სარფიანად აღარ გაიყიდება.
ნაპოლის პრეზიდენტი ღელავს იმაზე, რომ ახალი ხელშეკრულების მიუღებლობის შემთხვევაში ხვიჩას მოტივაცია და ღირებულება დაუქვეითდება.
- წერს გამოცემა.