"მესის გუნდთან ერთად არ უვარჯიშია" - Marca » სპორტის ხაზი

"მესის გუნდთან ერთად არ უვარჯიშია" - Marca

"მესის გუნდთან ერთად არ უვარჯიშია" - Marca
25-11-2022, 17:15
Aa Aa
გაზიარება:

უკვე ცნობილია, რომ ლიონელ მესიმ და მისმა არგენტინამ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ძალიან ცუდად დაიწყო, რადგან ალბისელესტემ ყველასათვის მოულოდნელად საუდის არაბეთთან 1:2 წააგო და ჯგუფში საქმე ძალიან გაირთულა. იმ შემთხვევაში, თუ არგენტინა მექსიკასთან გამარჯვებას ვერ მოახერხებს, მაშინ უდიდესი ალბათობით, სამხრეთ ამერიკელები ჯგუფში ჩარჩებიან.

აღსანიშნავია, რომ არაბებთან წაგების შემდეგ, ესპანურმა Marca-მ დაწერა, რომ ლიონელ მესის მარცხენა ფეხზე კუნთის პრობლემა აქვს, რის გამოც "ლა პულგამ" 24 ნოემბერს არგენტინის ნაკრებთან ერთად ჯგუფური ვარჯიში გამოტოვა და მხოლოდ ინდივიდუალურად დაიტვირთა.

მიუხედავად ესპანური პრესის ინფორმაციისა, იწერება ისიც, რომ ლიონელ მესი თავს კარგად გრძნობს და მექსიკასთან შეხვედრაში თავის გუნდს აუცილებლად დაეხმარება, სადაც გამარჯვება და 3 ქულის მოპოვება არგენტინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ არგენტინა მომდევნო შეხვედრას ხვალ, 23:00 საათზე მექსიკის წინააღმდეგ გამართავს და მიუხედავად იმისა, რომ მექსიკელები დიდ ძალას წარმოადგენენ, მათთან ურთიერთშეხვედრებში არგენტინას საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს - 16 მატჩი, 10 მოგება, 5 ფრე და მხოლოდ 1 მარცხი, ისიც შორეულ 2004 წელს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი