ერთბაშად სამი იტალიური წყარო წერს, რომ ნაპოლი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რომას კაპიტნის, ლორენცო პელეგრინის შეძენას შეეცდება.
Sky, La Repubblica და dello Sport წერენ, რომ იტალიელი ნახევარმცველის ტრანსფერი ნაპოლის პრეზიდენტს ანტონიო კონტემ თავად მოსთხოვა.
როგორც ჩანს, კონტე საკუთარი ცენტრით კმაყოფილი არაა და სისუსტეებს სწორედ ამ რგოლში ხედავს, რომლის გამოსწორებაც გამოცდილ პელეგრინის ნამდვილად შეუძლია.
პელეგრინის რომაში დანიელე დე როსის გუნდიდან გაშვებაში არაფორმალურად ადანაშაულებენ და გასაკვირი სულაც არ იქნება, რომ მან ნაპოლის წინადადებას თანხმობა მისცეს.