როგორც იცით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენად საპლეიოფო მატჩების მოგება დასჭირდება.
აღნიშნული შეხვედრები 2025 წლის მარტშია ჩანიშნული, იქამდე კი მეტოქე გუნდის საფეხბურთო ველზე დიდი არეულობა და ქაოსია.
საქმე ისაა, რომ სომხური ფან-კლუბები ამჟამინდელი ფედერაციის გადადგომას ითხოვენ და საამისოდ მათ პრესკონფერენციაც კი გამართეს, რის განმავლობაშიც მათ ფედერაცია უმოქმედობასა და გეგმის არქონაში დაადანაშაულეს.
ფან-კლუბების ჩივილი ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლების არქონას, სათამაშო მოედნების არქონას და სომხური ფეხბურთის ბიზნესად გადაქცევას შეეხება, სადაც პირველი სიტყვა ფულს ეკუთვნის, დამწყებ მოთამაშეებს კი განვითარების შესაძლებლობა არ ეძლევათ.
თავის მხრივ, ფედერაციის პრეზიდენტი, არმენ მელიქბეკიანი უკან დახევას არ აპირებს, რომელიც მეორე ვადით 2023 წელს აირჩიეს, არადა ფან-კლუბებს სწორედ მელიქბეკიანისა და მისი გუნდის გადაყენება სურთ.