ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს 2024 წლის საუკეთესო მეკარეთა ათეული წარმოგვიდგინა.
როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესოს ჯილდო ასტონ ვილასა და არგენტინის ნაკრების მეკარეს, ემილიანო მარტინესს მიაკუთვნეს.
რაც შეეეხება საქართველოს ნაკრების კარის დარაჯ გიორგი მამარდაშვილს, მას არც მეტი არც ნაკლები მესამე ადგილი აქვს აღებული!
1. ემილიანო მარტინესი (არგენტინა) – 167 ქულა
2. უნაი სიმონი (ესპანეთი) – 91
3. გიორგი მამარდაშვილი (საქართველო) – 55
4. მაიკ მენიო (საფრანგეთი) – 52
5. ტიბო კურტუა (ბელგია) – 28
6. იან ზომერი (შვეიცარია) – 25
6. ანდრიი ლუნინი (უკრაინა) – 25
8. ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია) – 23
9. დავიდ რაია (ესპანეთი) – 21
10. გრეგორ კობელი (შვეიცარია) – 17