ჯერ კიდევ რუსეთში თამაშისას ადგილობრივ გამოცემასთან ხვიჩა კვარაცხელიამ ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ჟურნალისტმა კვარას ჰკითხა ითამაშებდა თუ არა რუსეთის ნაკრებში შანსი რომ ჰქონოდა.
ხვიჩას პასუხი კი შემდეგნაირი იყო:
"მე ქართველი ვარ, საქართველოში დავიბადე და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი ქვეყნის ნაკრებში ვითამაშებდი. დიახ, საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ნაკლებია, მაგრამ ეს ჩემი სამშობლოა. რაიან გიგსმა უელსის ნაკრებში ითამაშა და დიდ ტურნირზე ვერ მოხვდა, შემდეგ კი გარეტ ბეილმა უელსი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. ყველას საკუთარი გზა აქვს", - ამბობდა ქართველი შემტევი.
გავიდა დრო და კვარამ ევროზე ითამაშა, თანაც ისე, რომ ევროპელებს ჩვენი ნაკრები კიდევ დიდი ხნით არ დაავიწყდებათ!