გერმანიამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი მცირე სენსაციით დაიწყო - ჰანს ფლიკის გუნდი იაპონიასთან მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ნოიერმა წაგების მიზეზზე ისაუბრა:
"ეს ნათელია - გვქონდა შანსები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. ბოლომდე კარგად ვერ ვიცავდით თავს. იაპონიამ ზეწოლა მოახდინა და გათანარების შემდეგ, შეხვედრის დამშვიდება ვერ მოვახერხეთ.
უკეთესი პოზიციონირება გვჭირდებოდა, ისევე, როგორც პირველ ტაიმში", - განაცხადა ნოიერმა.