25 წლის ქართველი მცველი თორნიკე ძოწენიძე ბოლო 3 თამაშია სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ხვდება.
თორნიკე სხვადასხვა გამოცემებმა (Sofascore, Opta) სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერების, “სპარტაკ ტრნავას”, “დუნაისკა სტრედასა” და “ჟილინას” წინააღმდეგ გამოარჩიეს.
ძოწენიძე “ზემპლინ მიხალოვცეში” გამოდის და ძირითადის უცვლელი წევრია. “მიხალოვცემ” ნოემბერში სატურნირო მდგომარეობა შედარებით გაიუმჯობესა და 12-გუნდიან ლიგაში ახლა მე-9 პოზიციაზეა. გუნდს შანსი აქვს, როგორც, საჩემპიონო პლეი-ოფში, ასევე, გასავარდნ პლეი-აუტში მოხვდეს.
თორნიკემ კარიერა “დინამოს აკადემიაში” დაიწყო. სლოვაკეთში გადაბარგებამდე კი “თელავსა” და გორის “დილაში” თამაშობდა.
სანიოლს ნამდვილად შეუძლია ძოწენიძე, როცა ნაკრების დაცვის ხაზის გადახალისება დაიწყება, ერთ-ერთ რეალურად ალტერნატივად განიხილოს.