"ოლდ ტრაფორდზე" ევროპა ლიგის მეხუტე ტურის შეხვედრაში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ნორვეგიულ "ბოდო გლიმტს" უმასპინძლა და 3:2 სძლია.
პირველივე წუთზე ანგარიში ალეხანდრო გარნაჩომ გახსნა, თუმცა 19-ზე და 23-ზე სტუმრებმა ორი გოლის გატანა შეძლეს და წინ გავიდნენ.
ტაიმის მიწურულს ჰოილუნდმა ანგარიში გაათანაბრა, მეორე ნახევრის სტარტზევე კი დუბლი შეასრულა და რუბენ ამორიმს მანჩესტერის სათავეში პირველი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.