გუშინ, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში არნე სლოტის ლივერპულმა კარლო ანჩელოტის რეალს უმასპინძლა და მეტოქე სოლიდური სხვაობით, 2:0 დაამარცხა.
აღნიშნული მატჩის ერთ-ერთი მთავარი ანტიგმირი და სასაუბრო კილიან მბაპე გახდა, რომელმაც კელეჰერის კარში პენალტის გატანა ვერ მოახერხა და გარდა ამისა, მბაპეს მთლიანობაშიც არადამაჯერებელი შეხვედრა გამოუვიდა.
მიუხედავად ცუდი შთაბეჭდილების დატოვებისა, მბაპე მედიასთან ჯუდ ბელინგემმა გაამხნევა, რომელმაც თქვა, რომ კილიანი სამომავლოდ რეალს აუცილებლად დაეხმარება.