რეალთან მატჩის წინ - არნოლდმა გუნდური ვარჯიშები სრული დატვირთვით განაახლა » სპორტის ხაზი

რეალთან მატჩის წინ - არნოლდმა გუნდური ვარჯიშები სრული დატვირთვით განაახლა

რეალთან მატჩის წინ - არნოლდმა გუნდური ვარჯიშები სრული დატვირთვით განაახლა
26-11-2024, 17:11
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლო დაპირისპირება საუთჰემპტონთან ტრენტ ალექსანდრ არნოლდმა თეძოს ტრავმის გამო გამოტოვა და რამდენიმე დღეც გაუცდა.

ჯერჯერობით კვლავ უცნობია მოახერხებს თუ არა 26 წლის მცველი ჩემპიონთა ლიგაზე რეალ მადრიდის წინააღმდეგ გასამართ მატჩში დაბრუნებას, თუმცა, ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, არნოლდმა გუნდური ვარჯიშები დღეს განაახლა და მაქსიმალურად ცდილობს ვადებში ჩაეტიოს.

შეგახსენებთ, რომ ლივერპულს ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში ოთხიდან ოთხივე შეხვედრა მოგებული აქვს და არ არის გამორიცხული, მთავარმა მწვრთნელმა არ გარისკოს და არნოლდი დაასვენოს.

რაც შეეხება ზემოთხსენებულ მატჩს, ის 27 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი