მიმდინარე სეზონში მესამედ, ბუდუ ზივზივაძე გერმანული გამოცემა Kicker-ის მიერ დასახელებულ ბუნდესლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
ბუდუს ანგარიშზე "ფიურტთან" გოლი და საგოლე გადაცემაა. 9 გატანილი ბურთით ზივზივაძე კიდევ ორ მოთამაშესთან ერთად ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
"კარლსრუე" ამჟამად სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილზე იმყოფება და ლიდერ "პადერნბორთან" სხვაობა ერთ ქულაა.