ლა ლიგის მე-14 ტურში "ბარსელონამ" შინ "სელტა" მიიღო და 2:2 ითამაშა.
რაფინიასა და ლევანდოვსკის გოლებით ბარსა 2:0-ს იგებდა და მიუხედავად იმისა, რომ სელტას არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდა, თითქოს ყველაფერი კატალონიელთა ლოგიკური გამარჯვებისკენ მიდიოდა.
"ბარსას" ახალგაზრდა ნახევარცველმა მარკ კასადომ 7 წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო, კაცნაკლულმა ბარსელონამ კი ორბურთიანი უპირატესობა ვერ გამოიყენა და 84-ზე და 86-ზე ორი გოლი გაუშვა.
34 ქულით ფლიკის გუნდი ცხრილს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს, მეორეზე ატლეტიკოა (29 ქულით), მესამეზე კი რეალი, რომელსაც ორი მატჩით ნაკლებში 27 ქულა აქვს მოგრებული. თავისი ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში, რეალი ბარსასთან სხვაობას 1 ქულამდე შეამცირებს.