გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, იოზუა კიმიხმა ერთა ლიგაზე გასამართი მატჩის წინ საკმაოდ ხმაურიანი კომენტარი გააკეთა.
ყველას გახსოვთ თუ როგორ შეგველახა 2022 წელს რეპუტაცია მსოფლიოს ჩემპიონატზე როგორც ნაკრებს, ისე მთლიანად ერს.
ზოგადად ჩვენ პოლიტიკაში ნაკლებად უნდა ვერეოდეთ და პოლიტიკურ განცხადებებსაც ნაკლებად უნდა ვაკეთებდეთ.
გერმანიას აქვს პრობლემები და ამაზე უნდა ვფოკუსირდეთ. გვსურს, რომ ღირებულებები დავიცვათ, მაგრამ ამისთვის არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკასთან უფრო ახლოს არიან.
- თქვა კიმიხმა.