ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა აღიარა, რომ ენცო მარესკასთან მიმართებით არასწორი შეხედულებები ჰქონდა.
ჩელსის და მარესკას შემთხვევაში არასწორი ვიყავი, ამაში დავრწმუნდი და სიმართლე ვთქვა, ამას არ მოველოდი.
მეგონა, რომ ეს პროექტი ჩავარდებოდა, თუმცა მარესკამ საოცრად იმუშავა. ვიფიქრე, რომ ამდენი ფეხბურთელისა და ეგოს ერთმანეთში არევა კარგ არაფერს მოიტანდა, თუმცა, როდესაც ამ გუნდს უყურებ, ხვდები თუ რას უნდა ელოდო მათგან.
- თქვა კარაგერმა.