დღეს, ჩვენი დროით 00:00 საათზე საფრანგეთის ჩემპიონატში ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ლილსა და ლიონს შორის შედგება.
მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის შესახებ იწერებოდა, ლიონის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაუტაძე განაცხადში მაინც შეიყვანა, თუმცა ქართველი არა ძირითადში, არამედ სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
გიორგიმ წინა ტურში ოსერთან ნავსი გატეხა და ლიონის რიგებში პირველი გოლები გაიტანა. ახლა მას 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.