გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდმა ჩემპიონშიპის რიგით მე-12 ტურში ბლექბერნს უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი კვლავ ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და შეხვედრა თავიდან ბოლომდე ითამაშა. სხვათა შორის, აღნიშნული მატჩი გიორგისთვის უოტფორდის მაისურით საიუბილეო 50-ე გახლდათ.
რაც შეეხება შეფასებას, ჩაკვეტაძეს 7.0 სარეიტინგო ქულა დაუწერეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება იყო.
გიორგის გუნდი ახლა შიდა ჩემპიონატის მე-7 ადგილს 19 ქულით იკავებს და საპლეიოფო ზონას მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩება.