იტალიური Il Mattino-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არსებობს რეალური შანსი იმისა, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ იყოს.
26 ოქტომბერს ქართველი ფეხბურთელის გუნდი სერია A-ში ლეჩეს უმასპინძლებს და როგორც ვარაუდობენ, ამ შეხვედრაში კონტე კვარაცხელიას დასვენების საშუალებას მისცემს, რასაც თავისი მიზეზი აქვს.
საქმე ისაა, რომ ნაპოლის ლეჩეს შემდეგ 3 დღეში მილანთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის და ანტონიოს სურს, რომ ქართველი იქ ბოლომდე დატვირთოს.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონატს 19 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ინტერს 2 ქულით უსწრებს.