ალისონ ბეკერი ტრავმირებულია და ამ პერიოდში ლივერპულში თავი გუნდის სათადარიგო მეკარემ კაიომინ კელეჰერმა გამოიჩინა, რაზეც ადგილობრივ მედიასთან კლუბის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სტივ მაკნამანიმ ისაუბრა.
"კელეჰერის მეორე მეკარედ მოხსენიება დიდი შეცდომა და უპატივცემულობაა, რადგან მან უკვე არაერთი მაღალი დონის თამაში ჩაატარა.
როცა ალისონი კარგ ფორმაშია, ცხადია ის სათადარიგო მეკარეა, მაგრამ ახლა მისი მეორე ნომრად მოხსენიება აღარ გამოდის.
პრობლემას მომდევნო ზაფხულში ვხედავ, როდესაც გუნდს გიორგი მამარდაშვილი შემოეურთდება და ყველამ ვიცით, რომ მე-2 ნომრად თამაში არ სურს. არც ალისონია თადარიგში ყოფნაზე თანახმა და კელეჰერიც ზედმეტად კარგია სკამისთვის - ზაფხულის შემდეგ ურთულესი გადაწყვეტილება იქნება მისაღები", - განაცხადა მაკნამანმა.