ოთარ კიტეიშვილის შტურმი ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში სტუმრად სპორტინს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
აღნიშნულ მატჩის განაცხადში იყო ქართველი ნახევარმცველიც, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა - როგორც Geo Team წერს, ფეხბურთელი კუნთის არეში ტკივილს განიცდიდა, რის გამოც შეცვალზე დარჩა.
კიტეიშვილის ტრავმა სერიოზული არ არის და მომდევნო ტურებში უნდა შეძლოს გუნდის დახმარება.