ცოტა ხნის წინ, იუვენტუსის ოფიციალური ტვიტერის ანგარიშზე არდა გიულერის ტრანსფერი ოფიციალურად გამოცხადდა.
საქმე იმაშია, რომ იტალიური კლუბის ანგარიში დაჰაკეს, გავრცელებული ინფორმაცია კი რა თქმა უნდა ტყუილი აღმოჩნდა.
19 წლის არდა გიულერი 2029 წლამდე რეალ მადრიდის ფეხბურთელია და არაოფიციალური ინფორმაციით, მისი გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა, რაც რეალურად ცხადია ბევრად მეტი იქნება.