ლონდონის ჩელსის და ინგლისის ნაკრების შემტევმა კოულ პალმერმა განაცხადა, რომ მომავალში ოქროს ბურთის მოგება შეუძლია.
"თუ მუშაობას გავაგრძელებ, მჯერა, რომ ერთ დღეს ოქროს ბურთის მოგება შემიძლია.
მომავალში შეიძლება ყველაფერი მოხდეს და არც იმას გამოვრიცხავ, რომ მთელი კარიერა ჩელსიში გავატარო - ეს კლუბი ჩემთვის სახლივითაა და მისი ერთგული ვარ, მჯერა ერთად ბევრი რამის მიღწევა შეგვიძლია", - განაცახადა პალმერმა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის 8 მატჩში 22 წლის პალმერმა 6 გოლის და 5 საგოლე გადაცემით გაკეთება მოახერხა.