"ზუსტად ეს მაფიქრებინებს, რომ ნაკრებში სიტუაცია დალაგდება" - ოთარ გაბელია » სპორტის ხაზი

"ზუსტად ეს მაფიქრებინებს, რომ ნაკრებში სიტუაცია დალაგდება" - ოთარ გაბელია

"ზუსტად ეს მაფიქრებინებს, რომ ნაკრებში სიტუაცია დალაგდება" - ოთარ გაბელია
გუშინ, 18:13
Aa Aa
გაზიარება:

დინამო თბილისის ლეგენდარული მეკარე, ოთარ გაბელია ოქტომბრის თვეში გამართულ ორ შეხვედრას გამოეხმაურა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები გამარჯვების გარეშე დარჩა.

საქართველოში გულშემატკივრები ძალიან მომთოხვნები არიან და იქნება თუ არა პატარა წარმატება, ისინი შენგან უმალვე მსოფლიოს ჩემპიონობას ელიან. სიმართლე რომ ვთქვათ, ტრაგედია არ მომხდარა და არ შეიძლება, რომ ზედმეტად მკაცრები ვიყოთ.

იცით რა მაფიქრებინებს, რომ ნოემბერში ყველაფერი გამოსწორდება? როდესაც ქოჩორაშვილმა ბურთი დაკარგა და გოლი გავუშვით, მასთან ხვიჩა მივიდა, კოცნიდა და ამხნევებდა. ეს თაობა იგებს თუ აგებს, ფაქტია, ისინი ბოლომდე იბრძვიან და იხარჯებიან, რაც საოცარ ერთობას იძლევა.

- თქვა ოთარ გაბელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო მიმდინარე ერთა ლიგის ჯგუფში ბოლო ორ შეხვედრას მომდევნო თვეს უკრაინასთან სახლში, ჩეხეთთან კი გასვლაზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი