ემპოლისთან შესაძლოა ხვიჩამ სასტარტოდან არ დაიწყოს - იტალიური გამოცემები კონტეს გეგმაზე » სპორტის ხაზი

ემპოლისთან შესაძლოა ხვიჩამ სასტარტოდან არ დაიწყოს - იტალიური გამოცემები კონტეს გეგმაზე

ემპოლისთან შესაძლოა ხვიჩამ სასტარტოდან არ დაიწყოს - იტალიური გამოცემები კონტეს გეგმაზე
გუშინ, 14:34
Aa Aa
გაზიარება:

20 ოქტომბერს, ნაპოლი მე-8 ტურის შეხვედრას სტუმრად ემპოლისთან გამართავს - ხვიჩა კვარაცხელია სანაკრებო მატჩების შემდეგ გუნდს უკვე დაუბრუნდა, თუმცა, შესაძლოა ამ მატჩი მონაწილეობა არ მიიღოს.

ინფორმაციას ამის თაობაზე La Repubblica ავრცელებს და მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ ხვიჩამ ნაკრებში ორი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, ამიტომ შეიძლება კონტემ ქართველი დაასვენოს და მხოლოდ შეცვლაზე შემოიყვანოს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ემპოლის ღირსებას ორი ქართველი მცველი, საბა გოგლიჩიძე და საბა საზონოვი იცავენ, თუმცა ამ უკანასკნელს ტრავმა აქვს და მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რაც შეეხება გოგლიჩიზეს, მას სასტარტო შემადგენლობაში ელოდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი