მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სახლში ფავორიტი იყო, სამწუხაროდ, თბილისური დაპირისპირება ალბანელებმა მოიგეს, - 0:1.
მატჩის დასრულების შემდეგ დიდი კრიტიკა შეხვდა ვილი სანიოლს, მიზეზი კი მის მიერ დაყენებული სასტარტო შემადგენლობა გახლავთ.
ფრანგმა სპეციალისტმა სასტარტოში ლამის ყველა შემტევი დააყენა, ქომაგებს კი მიაჩნიათ, რომ ასე შეტევა გადაიტვირთა და სასურველ შედეგს უფრო დავშორდით, ვიდრე მივუახლოვდით.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ჟურნალისტი, სანდრო ცნობილაძე თვეების წინ ამბობდა, რომ ვილი სანიოლმა ნაკრებში თავი ამოწურა და ახლა მის ჩანაცვლებაზე უნდა ვიფიქროთ. კომენტატორს მიაჩნდა, რომ ეროვნული გუნდი განვითარების ახალ ეტაპზეა გადასული, რის გამოც ნაკრებს იმაზე მეტად კვალიფიცირებული დამრიგებელი სჭირდება, ვიდრე ვილი სანიოლია.