მანჩესტერ სიტის სკანდინავიელი თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ჰოლანდმა 24 წლის ასაკში ნორვეგიის მაისურით უკვე 34 გოლი გაიტანა, რისთვისაც ჰოლანდს ორით მეტი მატჩის გამართვა დასჭირდა.
სიტის ფორვარდმა ნაკრებში იროგენ იუვეს გადაუსწრო, რომელსაც გასული საუკუნის 30-იან წლებში 33 გოლი ჰქონდა გატანილი.
ჰოლანდმა ეს რეკორდი გუშინდელ სათამაშო დღეს დაამყარა, როდესაც ნორვეგიამ სლოვენიას 3:0 მოუგო, ერლინგმა კი 2 გოლი გაიტანა.