ირაკლი აზაროვი: "ყველანაირად ვეცდებით, რომ ევროპის საგზური მოვიპოვოთ" » სპორტის ხაზი

ირაკლი აზაროვი: "ყველანაირად ვეცდებით, რომ ევროპის საგზური მოვიპოვოთ"

ირაკლი აზაროვი: "ყველანაირად ვეცდებით, რომ ევროპის საგზური მოვიპოვოთ"
გუშინ, 13:57
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედეთთან დღეს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, რის შესახებაც ასაკობრივში გამოძახებულმა ირაკლი აზაროვმა ისაუბრა.

რა თქმა უნდა, მიხარია 21-წლამდელებში დაბრუნდება და ისიც, რომ ასეთ თამაშში ვეხმარები გუნდს. ვიცით, რა მნიშვნელობის მატჩები გველოდება არამხოლოდ ხვალ, 15-ში მაკედონიასთანაც. ყველანაირად ვემზადებით, რომ ორივე თამაში მოვიგოთ და ევროპის საგზური მოვიპოვოთ.

- თქვა აზაროვმა.

ამ მომენტისთვის საქართველო ჯგუფში მეორე ადგილს 16 ქულით იკავებს, შვედეთი კი 14 ქულით მესამეზეა, შესაბამისად, სკანდინავიელები დღეს ჩვენთან მოგებაზე ითამაშებენ, ჩვენ კი ქულის აღებაც ხელს დიდად შეგვიწყობს.

ირაკლი აზაროვი: "ყველანაირად ვეცდებით, რომ ევროპის საგზური მოვიპოვოთ"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი