საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურის შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენი საკუთარ მოედანზე ოსერს დაუპირისპირდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში სამივე გოლი ქართველმა შემტევმა გაიტანა და ცხადია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.
ახლახანს, ზურიკო სოციალურ ქსელში გუშინდელ მატჩს გამოეხმაურა:
"უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში, პირველი ჰეთ-თრიქი პროფესიონალურ კარიერაში და 3 ქულა საოცარი ფანებისთვის. ეს დასაწყისია! ახლა კი ნაკრების დროა, მალე შევხვდებით", - წერს დავითაშვილი.