როგორც ბრიტანულ მედიაში იწერება, ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა მანჩესტერ სიტის ახალი საკონტრაქტო მოთხოვნები წარუდგინა.
ჰოლანდი ქალაქელთა ხელმძღვანელობისგან ხელშეკრულების გაუმჯობესებას ითხოვს, რაც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 2 პუნქტს მოიცავს.
სიტის ბომბარდირი მოითხოვს, რომ კონტრაქტი 2027 წლამდე გახანგრძლივდეს, ხელფასი გაიზარდოს და გამოსასყიდ თანხად 120 მილიონი ევრო გაფორმდეს.
ცნობისთვის, ჰოლანდის გარემოცვას ნათქვამი აქვს, რომ ფეხბურთელი ყველა ტოპ ჩემპიონატში აპირებს 2.5-წლიანი პერიოდის გატარებას..