იტალიის ჩემპიონატის მეექვსე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი საკუთარ კედლებში ტურნირის აუტსაიდერ მონცას მიიღებს.
როგორც მოსალოდნელი იყო, თასზე დასვენების შემდეგ ანტონიო კონტემ საქართველოს ნაკრების ლიდერი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა.
იმ შემთხვევაში თუ ნაპოლი მონცასთან მოგებას შეძლებს, მაშინ ქართველის გუნდი 13 ქულას დააგროვებს და პირველ ადგილზე გადავა!