28 წლის ქართველი ნახევარმცველი, გიორგი ხარაიშვილი, რომელმაც ზაფხულში თურქეთი დატოვა, ხელშეკრულება "სუმგაითან" გააფორმა. კონტრაქტი 1+2 წლიანია.
გიორგი თავისუფალი აგენტი იყო, მას შემდეგ რაც "ქოჯაელისპორი" დატოვა, სადაც იგი დავით სხირტლაძეთან და გიორგი ბერიძესთან ერთად ასპარეზობდა.