ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დინამო თბილისის მცველი, დავით კობოური კარიერას უნგრეთში გაავრცელებს.
"თბილისური კლუბის მცველი დავით კობოური კარიერას უნგრეთის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს. მიმდინარე სეზონში უნგრეთის 20-გზის ჩემპიონი უიპეშტი, მეცხრე ადგილს იკავებს.
დავით კობოური დინამოს აღზრდილია და ჩვენი პირველი გუნდის ღირსებას 2015 წლიდან იცავდა. კობომ დინამოს ფორმით ყველა ტურნირზე 200 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და შეასრულა 12 საგოლე გადაცემა. ამავე პერიოდში მცველმა საქართველოს ყველა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში იასპარეზა.
დავით კობოური დინამო თბილისთან ერთად 4-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და 2-ჯერ ქვეყნის სუპერ თასს დაეუფლა.
დინამო თბილისი მადლობას უხდის დავით კობოურს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მას მომავალ კარიერაში", - წერს დინამოს გვერდი