დღეს, ჩვენი დროით 20:30-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგაში მორიგ შეხვედრას გამართავს.
ქართველი მეკარეს გუნდი ბასკეთში რეალ სოსიედადს ეწვევა და ბოლო 2 შეხვედრაში აღებული 4 ქულის კიდევ უფრო გამსხვილებას შეეცდება.
ვალენსიას განვლილი შვიდი ტურის თავზე სულ 5 ქულა აქვს მოპოვებული და მე-18 ადგილზეა, სოსიედადი კი ვალენსიას მხოლოდ ერთი პოზიციით აღემატება.
ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილი უკვე ზედიზედ სამი მატჩია კარს გოლგაუშვებლად ინახავს.