3 ქართველის წინსვლა - ნაკრების ფეხბურთელთა ფასები გაზრდილია! » სპორტის ხაზი

3 ქართველის წინსვლა - ნაკრების ფეხბურთელთა ფასები გაზრდილია!

3 ქართველის წინსვლა - ნაკრების ფეხბურთელთა ფასები გაზრდილია!
26-09-2024, 20:33
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ფეხბურთელები ევროპაში წარმატებით თამაშს განაგრძობენ, რაც მათ სატრანსფერო ღირებულებაზეც აისახება.

აღსანიშნავია, რომ Transfermarkt-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების 3 მოთამაშის ფასია გაზრდილი, ესენია: ოთარ კაკაბაძე, ირაკლი აზაროვი და ბუდუ ზივზივაძე.

შატხარში მყოფი აზაროვი აქამდე 3.5 მილიონი ევრო ღირდა, ახლა კი 5 მილიონი ღირს, ხოლო ოთარ კაკაბაძე მილიონიდან ახლა 1.5 მილიონ ევროდ ფასობს.

რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, 900 ათასი ევროდან მისი ღირებულება 2 მილიონ ევრომდეა დაწინაურებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი