ვილი სანიოლი სამშობლოში ბრუნდება? - ფრანგ მწვრთნელს ლიგა 1-ის გუნდი ეპატიჟება » სპორტის ხაზი

ვილი სანიოლი სამშობლოში ბრუნდება? - ფრანგ მწვრთნელს ლიგა 1-ის გუნდი ეპატიჟება

ვილი სანიოლი სამშობლოში ბრუნდება? - ფრანგ მწვრთნელს ლიგა 1-ის გუნდი ეპატიჟება
დღეს, 15:59
Aa Aa
გაზიარება:

სენტ-ეტიენმა, რომლის ღირსებასაც ზურიკო დავითაშვილი იცავს, ახალი სეზონი არც ისე დამაჯერებლად დაიწყო და საფრანგეთის ჩემპიონატში მე-17 პოზიციას იკავებს.

წარუმატებელი შედეგის ფონზე, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ოლივიე დალოლიოს გათავისუფლების საკითხი აქტუალური გახდა, ადგილობრივი მედია კი პარალელურ რეჟიმში მის შემცვლელებზე წერს.

dailymercato ერთ-ერთ კანდიდატად საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის ვარიანტს განიხილავს, რომელიც ეროვნებით ფრანგია.

"სანიოლის მიღწეული შედეგები საქართველოსთან ერთად გასაოცარია, მაგრამ მზად არის კი ვილი, რომ საქართველო სენტ-ეტიენის გამო მიატოვოს?", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა სწორედ სენტ-ეტიენში 1990-იან წლებში დაიწყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი