თბილისში, მიხიელ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებული საქართველოს ნაკრების და მილანის ვეტერანი ფეხბურთელების მატჩი გაიმართა.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, რის შემდეგაც გუნდებმა გამარჯვებულის გამოსავლენად 11-მეტრიანები დაარტყეს. პენალტების სერია სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.
ბრაზილიელი ლეგენდა, რიკარდო საქართველოში გატარებულ დღეებს, ინსტაგრამზე გამოეხმაურა.
"მადლობა საქართველოს ამ საოცარი დღეებისთვის - შევხვდი გულშემატკივრებს იმ ქვეყნიდან, სადაც აქამდე არასდროს ვყოფილვარ და რა თქმა უნდა, მილანის 22-ნომრიანი მაისურის კვლავ ტარებით გული სიხარულით მაქვს სავსე, მადლობა ღმერთს!", - წერს კაკა.